(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში

საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში დასრულდა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ფინალურ ეტაპში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. კარგი ფიზიკური მომზადება გამოავლინეს ლენტეხელმა მეკლდეურებმა. ლენტეხი შეჯიბრზე წარმოდგენილი იყო ორი გუნდით. წარმატებით იასპარეზეს და პრიზიორები გახდნენ: გვანცა ჩანქსელიანი , გიორგი გვიჭიანი, ნინო ბენდელიანი, ეკა ლიპარტელიანი, გიორგი მკერვალიშვილი, გიორგი მუკბანიანი. საქართველოს ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა თბილისის , მეორე - ნიქოზის, მესამე- ლენტეხის პირველმა გუნდმა. სახელოვანი მთამსვლელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, ჯოკია გუგავას სახელობის თასის მფლობელი გახდა ლენტეხის მეორე გუნდი. თასზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული იყო საპრიზო ფონდი ,1000 ლარი , რომელიც გადანაწილდა სამ საუკეთესო გუნდზე. ჩემპიონატი საინტერესოდ ჩატარდა, რასაც ხელი შეუწყო მსაჯთა კოლეგიის უნარიანმა მუშაობამ ( მთავარი მსაჯი: ავთანდილ ქურასბედიანი). შეჯიბრი დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალით. ტურნირის ინიციატორმა და ორგანიზატორმა, ვიცე- პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას, ლენტეხის მუნიციპალიტეტს და მონაწილეებს . ახალგაზრდებს გააცნო ჩვენი კუთხის საამაყო მთამსვლელები , გაიხსენა ჯოკია, გელა და სოზარ გუგავები. დამსწრე საზოგადოების წინაშე წიგნის - „ფიქრები შენზე“ პრეზენტაცია გააკეთა, რომელიც ეძღვნება ქართველ მთამსვლს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს - სოზარ გუგავას. წიგნები საჩუქრად გადაეცა ყველა მონაწილე გუნდს.