(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

უხვი ნალექი ჩოლურისა და ლაშხეთის თემებში

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
სოფ. ტვიბში ისევ ჩაიკეტა მისასვლელი გზა. სოფ. ჩუკულში მეწყერმა სანიაღვრე სისტემა ამოავსო, რის გამოც შეფერხდა სტრანსპორტო მიმოსვლა. ასევე სოფ. ფანაგაში მდინარის მიერ ჩამოტანილმა ნაშალმა მასალამ გამოიწვია მდ. ცხენისწყლის დაგუბება, რაც პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიურმა მოვლენებმა სოფელ სასაშში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის შეფერხება გამოიწვია.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უშუალოდ ჩართული არიან მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად.