ტურნირი ქობულეთში

ტურნირი ქობულეთში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანების ძიუდოისტები ქალაქ ქობულეთში სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან, საიდანაც 6-7 ივლისს სპორტსმენები ბათუმში გაემგზავრნენ, სულიკო ფეიქრიშვილის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრზე მონაწილეობის მისაღებად , რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს რეგიონის ყველა უძლიერესი გუნდი, ასევე კანადის, თურქეთის და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები. გვასახელეს ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის , ოთხი ბრინჯაოს მედლით და შეჯიბრის პირველ დღეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: გიორგი ჩანქსელიანი 46 კგ. და ალექსანდრე ქურასბედიანი 55კგ. ( ლენტეხის სექცია). მეორე ადგილი დაიკავა გიორგი რატიანმა (ჩოლურის სექცია). მესამე ადგილები მოიპოვეს: ნიკოლოზ ლიპარტელიანმა 55 კგ.(ლენტეხის სექცია), საბა აფაქიძემ 66 კგ, ნოდარ აფაქიძემ 60 კგ. ლუკა გვიჭიანმა 50 კგ.( ხელედის სექცია).
მადლობას ვუხდით მწვრთნელებს და ძიუდოისტებს მიღწეული შედეგებისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს.