(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

საინფორმაციო შეხვედრები

5, 10, 14 და 19 ივნისს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტის მერიაში, ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში, სოფლებში ხელედსა და ჟახუნდერში.
5 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან გამართულ შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა, ირაკლი ტაბლიაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებზე, ვიზა ლიბერალიზაციისა და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვლობაზე ისაუბრეს.
სოფელ ხელედში, ჟახუნდერსა და დაბა ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ანა ბენდელიანთან, ანზორ ბენდელიანთან და ავთანდილ ონიანთან აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს. მონაწილეებს გადაეცათ ბეჭდური საინფორმაციო მასალა.
შეხვედრები "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.