(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

საუნივერსიტეტო შეჯიბრი დასრულდა

19-20 ივნისს დაბა ლენტეხში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მეკლდეურობის ფედერაციასთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად სტუდენტური სპორტული ღონისძიებები ჩაატარა სამ სახეობაში: კლდეზე ცოცვა, გარბენი 1000 მ-ზე და ჯომარდობა.

უნივერსიტეტიდან გუნდში წარმოდგენილი იყო 3 გოგონა და 3 ვაჟი. მეკლდეურობაში და გარბენში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ხოლო ჯომარდობაში მთლიანი გუნდის შემადგენლობა.

შეჯიბრის ორგანიზებას და ჩატარებას საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ დამტკიცებული საორგანიზაციო კომიტეტი ხელმძღვანელობდა.

პირველ დღეს, ცენტრალურ მოედანზე, მონაწილე გუნდების წარდგენის  შემდეგ, მონაწილეებს მიესალმა და წარმატება უსურვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა. სპორტული ზეიმი  ანსამბლმა ,,ლაგუშედამ’’ დაამშვენა.

20 ივნისს,  შეჯიბრი ჯომარდობაში გაგრძელდა, რომელიც ძალიან საინტერესო და სანახაობრივი იყო.

გამარჯვებულები გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

მადლობა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას, მეკლდეურობის ვიცე პრეზიდენტს მირზა ლიპარტელიანს და ყველა მონაწილეს, ვინც კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა ლენტეხის მოსახლეობას.