(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

საუნივერსიტეტო შეჯიბრი სამჭიდში

დღეს, 19 ივნისს, ლენტეხის ცენტრში გაიმართება საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილი საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი სამჭიდში. საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიებები ორ დღეს გასტანს და სამ სახეობაში ჩატარდება: 
⛹️‍♀️⛹️‍♀️19 ივნისს 17სათზე-კლდეზე ცოცვა, 19 საათზე-გარბენი 1000მ-ზე; 20 ივნისს 12 საათიდან გაიმართება შეჯიბრი ჯომარდობაში.
ტურნირს ატარებს საქართველოს სპორტის ფედერაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მეკლდეურობის ფედერაციასთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად.
წარმატებებს ვუსურვებთ უნივერსიადის მონაწილე ყველა სამჭიდელს!