(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

შეხვედრა სააქტო დარბაზში

 

 

 5 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. 
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე. პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. 
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.