(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

თეატრი ,,ნაბო' ლენტეხში

✔️პირველ ივნისს, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (რეჟისორი: ლევან გაბრიჭიძე) დაბა ლენტეხს ესტუმრა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ რეგიონის ბავშვებს საჩუქარი გაუკეთა და ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში ქუთაისელი მსახიობების მიერ მათთვის წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ,,ნაბო''.
✔️ეს იყო შთამბეჭდავი და ერთი ლამაზი დღე ჩვენი პატარებისათვის. მადლობა გოჩა ენუქიძეს, ლევან გაბრიჭიძეს, მსახიობებს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც სახალისო წუთები აჩუქა პატარებს.