(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

ბოლო ზარი ლენტეხის N 1 და N 2 საჯარო სკოლებში

დღეს, დაბა ლენტეხის ქუჩებსა და სკვერებში განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობოდა. თეთრ პერანგებსა და წინსაფრებში გამოწყობილი მოსწავლეები ერთმანეთს სკოლის დამთავრებას ულოცავდნენ და სხვადასხვა სურვილებს აწერდნენ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის N1 და N 2 საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, მოსწავლეები სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობდნენ სკოლის კედლებს.
მეთორმეტე კლსელებმა მადლიერება გამოხატეს სკოლის მასწავლებლებისადმი, რომლებიც თავისი მხრიდან მოეფერნენ ბავშვებს და ბედნიერი მომავალი უსურვეს მათ.

,,რეკენ ზარები და საოცარ წუთებს ითვლიან,
მოსწავლეობის, დღეს, ბოლო ზარს რეკავენ თქვენთვის,
შორდებით სკოლას, ბავშვობის ლამაზ სავანეს
და გულთა ძგერა თქვენიც, ზარის დარეკვას ერთვის.

რეკენ ზარები და გიშლიან ფართო ასპარეზს,
ახალ ბილიკებს შეგთავაზებთ ხვალ თქვენ, ცხოვრება,
ყოველ თქვენთაგანს სიყმაწვილის თბილი აკვანი,
ეს მშობლიური სკოლა მუდამ ემახსოვრება.

რეკენ ზარები, თქვენს სიხარულს ყველას ამცნობენ,
დიდები ხდებით, დაგელოცოთ გზები სავალი
და თქვენს აღმზრდელებს ეს ნატვრა გვაქვს, გვინდა რომ იყოთ
ქუჯის და ცოტნეს ღირსეული შთამომავალი.

არ შეარცხვინოთ საქართველო, თქვენი სოფელიც,
თქვენი ოჯახიც, მშობლიური სკოლის კედლებიც
და თუ დაგჭირდათ დარიგება ცხოვრების გზებზე.
გვწამს, ძველებურად ისევ ისე გეიმედებით.

მოსწავლეობის ნათელ ხანას ემშვიდობებით,
რეკენ ზარები,ხმაწკრიალა რეკენ ზარები,
ბავშვობა იქცა უკვე ლამაზ მოგონებებად
და ჰე, ცხოვრებავ, ფართოდ გახსენ მათთვის კარები.''

ლენტეხის მუნიციპალიტეტი გილოცავთ სკოლის დამთავრებას!