(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

ესეების კონკურსი ,,ევროპა ჩემთვის არის...'

ესეების კონკურსი „ევროპა ჩემთვის არის...“

ინფორმაცია ესეების კონკურსის შესახებ 
სსიპ„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წლის მაისში უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.
მიმდინარე წელს, საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიურო, რეგიონის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ატარებს ესეების კონკურსს „ევროპა ჩემთვის არის...“
კონკურსით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ესსე, რომელიც უნდა ასახავდეს, თუ რას ნიშნავს ავტორისათვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, როგორ ესმის მას ქვეყნის ევროპული განვითარება, რას უნდა ველოდეთ ევროკავშირთან ინტეგრირების შედეგად და რას გულისხმობს მის სტანდარტებთან დაახლოება. 
ესსეში წარმოდგენილი უნდა იყოს მოსწავლის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციიდან გამომდინარეობს ქვეყნისათვის და პირადად მისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს. 
სხვა პირობები: 
ესსეს მოცულობა: 3-5გვერდი; შრიფტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 12, დაშორება - 1,5; დაცული უნდა იყოს პლაგიატიზმის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები; 
დაინტერესებულმა პირებმა ესსე უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
tamargogoladze73@gmail.com 
სათაურში მიუთითონ „ესეების კონკურსი“, ხოლო ესსეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მაისი. 
ნაშრომების შეფასება:
კრიტერიუმები: საკითხის აქტუალურობის წარმოჩენა, ორიგინალური და შემოქმედებითი აზროვნება. ნაშრომებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამოავლენს 3 საუკეთესო ესსეს ავტორს. ევროპის დღეების ფარგლებში, 16 მაისს გამარჯვებული და საუკეთესო ესეების ავტორები წარმოადგენენ ნაშრომების პრეზენტაციას და გადაეცემათ სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ყველა საჭირო და დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეეძლებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: 
http://www.Infocentrer.gov.ge
საკონტაქტო პირი : თამარ გოგოლაძე

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიურო
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ელექტრონულ ფოსტაზე tamargogoladze73@gmail.com 
ტელეფონის ნომერზე: 599 54 94 19