(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

9 აპრილი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რამაზ ქურასბედიანმა, მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
ლენტეხის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (სკოლის დირექტორი, ც. მუსელიანი) კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები და ლექსებითა და სიმღერებით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს: საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა, სამხატვრო სკოლისა და "ძიება + "- ის აღსაზრდელებმა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეებმა ანთებული სანთლებითა და ყვავილებით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.