(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

საკრებულოს ბიუროს სხდომა N-02

2019 წლის 21თებერვალს დღის 12:00საათზე 
საკრებულოს თავმჯდომარის მოწვევით შედგა საკერებულოს ბიუროს სხდომა.
ბიუროს სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა ერთი საკითხით - საკრებულოს მორიგი N-02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცება.
ბიუროს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საკრებულოს მორიგი N-02 სხდომის დღის წესრიგი შემდეგი სახით:

1.ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
/მომხ.ხ.ლიპარტელიანი/
2.ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
/მომხ.ვ.ჯანხოთელი/
3.,,ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 დეკემრის N-52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხ.დ.პირველი/
4.ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ვიდეომეთვალყურეობის გამაფრთხილებელი ნიშნების შესყიდვის მიზნით,თანმდევი მომსახურეობის გათვალისწინებით 2019 წლის ბიუჯეტში 4995 (ოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი)ლარის გამოყოფის შესახებ. /მომხ.ს.ბენდელიანი/
5.ა(ა)იპ-ირების 2019წლის გეგმა-პროგრამების დამტკიცების შესახებ
/მომხ.მ.ხვისტანი/
6. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2019 წლის ნაშთის განაწილების შესახებ.
/მომხ.ა.ქურასბედიანი/
7. ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ " ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 დეკემბრის N-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხ.ა.ქურასბედიანი/

8..ფრაქცია ,,სვანეთის'' დაფუძნების თაობაზე.
/მომხ.ი.ლიპარტელიანი/
ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის წარდგენის საფუძველზე ცნობად იქნა მიღებული ფრაქცია სვანეთის დაფუძნება და ჩაითვალა რეგისტრირებულად.