(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ლაშხეთის თემში

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. 12-13 თებერვალს კრებები ლაშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩატარდა, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
✔️სოფ. ნაცულში რეგისტრირებული მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, მინი სტადიონის მოწყობა გადაწყვიტეს.
✔️სოფ. ღობის მოსახლეობამ პრიორიტეტად ხიდბოგირი და შიდა სასოფლო გზა დაასახელა.
✔️სოფ. მელეს მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ თანხას, საზოგადოებრივი ცენტრის შენობის რეაბილიტაციას მოახმარს.
✔️სოფ. ზესხოს მაცხოვრებლებმა მინიჰესის აშენება გადაწყვიტეს.
✔️სოფ. ცანა გარე განათებას მოაწყობს.
✔️სოფლებში ბენიერის, ჩიხარეშის და ლაშხარაშის მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დააახელა.
✔️სოფლებში: ლუჯის, შკედის, სასაშის, ლეკოსანდის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით, თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა გადაწყვიტა.
✔️სოფლებში: ჩუკულის, ჟახუნდერის, მებეცის და მახაშის მოსახლეობა, სოფლის პროგრამით გამოყოფილ 10 000 ლარს სასაფლაოების შემოღობვას მოახმარს.
✔️სოფლებში: ლემზაგორის, ახალშენის და მარგვიშის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყვიტა.
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა
#ლაშხეთისთემი 2019წ.