(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების და რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნიის  წარმომადგენლები  ჩიხარეშის თემის სოფლებში: ნაცულის, ღობის, მარგვიშის, ლაშხარაშის, მელეს, ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ცანის, ზესხოს, ყორულდაშის, მახაშის, ახალშენის, ბენიერის, შკედის  მოსახლეობას შეხვდნენ.

 პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი  ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, პრიორიტეტულს თავად მოსახლეობა ირჩევს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობასთან შეხვედრებს  18 თებერვალს დაასრულებს  და  ყველა სოფელს მოიცავს.