(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

2019 წლის საკრებულოს პირველი სხდომა

      31 იანვარს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გაზდელიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:

 1.      თანხმობის მიცემაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერისთვის წინადადებაზე - საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, სოფ. ყარიშის სასაფლაოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთიდან გამოყოფილი 202 კვ.მ მიწის ფართის შეტანის თაობაზე.

                                                                                            / მომხ. ბ. გაზდელიანი /

 2.      სპეციალური ვიდეო მეთვალყურეობის გამაფრთხილებელი ნიშნების შესყიდვის მიზნით, თანმდევი მომსახურეობის გათვალისწინებით, 2019 წლის ბიუჯეტში 4995(ოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ჩასმის შესახებ.

                                                                                                / მომხ. ლ. ლიპარტელიანი /

 3.      ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.

                                                                                               / მომხ. ი. ლიპარტელიანი /

 4.      ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა 2019 წლის თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                                                             / მომხ. ა. ქურასბედიანი /

 5.      ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

 

                                                                                           / მომხ. გ. გაზდელიანი /

 6.      სხვადასხვა.

     საკრებულოს წევრებმა თანხმობა  მისცეს მუნიციპალიტეტის მერს წინადადებაზე - სოფ. ყარიშის სასაფლაოებისთვის განკუთვნილი მიწის,  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანის შესახებ.

    საკრებულომ ასევე დაამტკიცა,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი. ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმა.

 სხდომის ბოლოს საკრებულომ მოისმინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მან ვრცლად ისაუბრა საკრებულოში გამართულ სამუშაო ჯგუფების, ფრაქციების და კომისიების საქმიანობაზე. ასევე ისაუბრა საკრებულოს გადაწყვეტილებების შედეგად, მუნიციპალიტეტში შესრულებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებზე . ,,საკრებულოს ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული და მონაწილეობს ყველა იმ პროცესში, რომელიც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის.  როგორც 2018 წელს, ასევე მიმდინარე წელსაც,  განხორციელდება მოსახლეობასთან ადგილზე შეხვედრები, პრობლემების მოსმენა და საკითხების მათთან შეთანხმება“- განაცხადა გ. გაზდელიანმა.