(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

,,ეტალონი-2019' ლენტეხში

ლენტეხის N-1 საჯარო სკოლაში ახალი წლის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა „ლენტეხის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად’’, რომელსაც პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ინტელექტ- ჩემპიონატში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
„ლენტეხის ეტალონი მოსწავლის’’ ტიტული და საქართველოს ეროვნულ ინტელექტ - ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება, რცხმელურის საჯარო სკოლის IX- კლასის მოსწავლემ, მარიამ ტვილდიანმა მოიპოვა.