(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' განახლდა

✅ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება.

✅დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა შეარჩევს.

⏹პროექტები მოიცავს:

➡️სასმელი წყლის სისტემები; წყაროების მოპირკეთება;

➡️სარწყავი სისტემები;

➡️სანიაღვრე არხები;

➡️ნაპირსამაგრი სამუშაოები;

➡️გზები; ხიდები; ცხაურები; ხიდბოგირები; გადასასვლელები;

➡️გარე განათება;

➡️სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

➡️სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

➡️ამბულატორიის შენობები;

➡️კულტურული ობიექტები;

➡️სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

➡️სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარი;

➡️სასაფლაოს შემოღობვა;

➡️თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე სსიპ-საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან- საქსტატიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს თითოეული დასახლებისთვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშებას.

✔️თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

☑️ დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5000 ლარი;

☑️ დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 6000 ლარი;

☑️ დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1000 მაცხოვრებელს გამოეყოფა 8000 ლარი;

☑️დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი.

✔️ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არა უმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი.

✔️ პროექტების მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში.