(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო ლენტეხელებო!

ახალი წელი ყველა ადამიანისათვის განსაკუთრებული და გამორჩეული დღესასწაულია. ახალი სურვილები, ახალი იმედები, მისწრაფებები...

გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!

ახალი წელი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ახლობლებისთვის და სრულიად საქართველოსთვის სიხარულის, მშვიდობის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი! მინდა ვუსურვო კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს.

ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს და უკეთესი მომავლის რწმენას. მე მჯერა, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით და ურთიერთ სიყვარულით შევქმნით უკეთეს მომავალს.

ღმერთმა ქნას, ჩვენს სამშობლოს მშვიდობის და სიკეთის ახალი წელი გაუთენდეს!