(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

კონფერენცია

2 ნოემბერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ჩატარდება სამეცნიერო-პრაქტიკული შეხვედრა თემაზე: ,,სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები’’.

მოხსენებები: 10:00

სხდომის მოდერატორები:

პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, პროფესორი ქეთევან მარგიანი.

სხდომის გახსნა

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)

1.      როზეტა გუჯეჯიანი- (თსუ) პროფესორი, ტრადიციული ქართული ხალხური დღესასწაული, კულტურული მემკვიდრეობის  კონტექსტში.

2.      ინგა ონიანი -(ლენტეხის მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის დირექტორი), სვანეთი-საქართველოს წარსულის მატიანე.

3.      ნინო წერედიანი -(სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული  მუზეუმის დირექტორი, ისტორიის დოქტორი), რიტუალის სოციალური ასპექტი, ნაწილი.

4.      აკაკი გასვიანი-(ფილოსოფიის დოქტორი), ცივილიზაციის სათავეებთან.

5.      ქეთევან მარგიანი-( სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი) დალის ხეობის მოსახლეობის მეტყველების ლინგვოკულტუროლოგიური კვლევის ასპექტები, პრობლემები, პერსპექტივები.

კონფერენცია გაგრძელდება 3 ნოემბერს ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.