(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

კრივი-დავით ხვისტანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა


18-21 ოქტომბერს, ქ. მესტიის სოფელ ლატალში ჩატარდა სახელოვანი მამულიშვილების ზურაბ ფალიანისა და გიორგი ნაკანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირი კრივში. მიწვეული იყვნენ ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გაერთიანებული ნაკრები გუნდები. 
აღნიშნულ ტურნირზე, სადაც მონაწილეობდნენ 2003-2004-2005-2006 წლებში დაბადებული მოკრივეები, ლენტეხის სასპორტო სკოლები გაერთიანების სპორტსმენმა დავით ხვისტანმა საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა(მწვრთნელი: ზურაბ სვანიძე).
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ გამარჯვებას და მომავალში წარმატებებს გისურვებთ!