(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

,,ოფთალმიჯის' ექიმები ლენტეხში

  
ქ. ქუთაისის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი-ის’’ ექიმებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანადგომით სამედიცინო აქცია დაბა ლენტეხიდან დაიწყეს და მომავალში მუნიციპალიტეტის ყველა თემში გაგრძელდება.
შაბათს, 20 ოქტომბერს, ოფთალმოლოგ ექიმები ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას გაუწევენ კონსულტაციას და სამედიცინო დახმარებას. შესაძლებელი იქნება თვალის სრული დიაგნოსტიკა: წნევის გაზომვა, თვალის ფსკერის დათვალიერება, სათვალის დადგენა. მოქალაქეებს, რომელთაც აღმოაჩნდებათ თვალის დაავადება ,,კატარაქტა’’, კლინიკა ,,ოფთალმიჯი’’ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქ. ქუთაისში ჩაუტარებს ქირურგიულ მომსახურეობას (ოპერაციას).