(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

წარჩინებული მოსწავლეები

წარჩინებული მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს პროექტს ,,ჩემი პირველი კომპიუტერი’’. 
დღეს, პერსონალური კომპიუტერები საჩუქრის სახით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის იმ მეათეკლასელ მოსწავლეებს გადაეცათ, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები). 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კომპიუტერები გადაეცა N1 საჯარო სკოლის შვიდ მოსწავლეს ( დირექტორი - ქ-ნი ნატო ჯანხოთელი, კლასის ხელმძღვანელი ქ-ნი რაისა ლიპარტელიანი).

1. ეკატერინე ბენდელიანი
2. ნონა ონიანი
3. მარიამ ლიპარტელიანი
4. ივანე ჯანხოთელი
5. დავით ხვისტანი
6. ლუკა ჩანქსელიანი
7. კახა ქურასბედიანი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საბაზისო საფეხურის წარჩინებით დამთავრებას და მომავალ წარმატებებ გისურვებთ!