(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

საკრებულოს N11 სხდომა

დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

სხდომაზე  დაამტკიცეს: სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N1622 განკარგულებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 1 000 000(ერთი მილიონი) ლარის განაწილებისა და ბიუჯეტის შესაბამის მუხლში ასახვის  შესახებ;  ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N87 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ; ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის  N1397 განკარგულებით გამოყოფილი თანხის 1558129,0 ლარის განაწილების და ბიუჯეტის შესაბამის მუხლში ასახვის შესახებ.

მოისმინეს  ა(ა) ი. პ-ების   ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები 2018წელს 6 თვეში  გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის მერმა ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი გასცეს.

საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.