(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

ახალი 2018-2019 სასწავლო წელი

                                   გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

17 სექტემბერია... საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აწკრიალდა პირველი ზარი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში. გაიხარეს ბავშვებმა, განსაკუთრებით კი პირველკლასელებმა, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს ფეხი სკოლაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა, მოადგილესთან რამაზ ქურასბედიანთან და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომელთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და  მშობლებს N 1 საჯარო სკოლიდან  მიულოცა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი  გილოცავთ სკოლის დაწყებას, დაე, ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული!