(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

სამუშაო თათბირი მუნიციპალიტეტის მერთან

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა მორიგი სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, განყოფილებისა და სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ. თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს: საჯარო სკოლებში  სწავლის დაწყების მზადება( ბავშვთა რაოდენობა, ტენდერები); ზამთრის სეზონისათვის მზადება;  მუნიციპალიტეტის ტყეკაფებში არსებული მდგომარეობა, ზამთრის თბობის სეზონისათვის მზადების შესახებ; ინფორმაციები: მიმდინარე პროექტების ვადების გაგრძელების და მერის ბრძანებების შესრულების მდგომარეობის შესახებ,  დაბა ლენტეხში ახალგაზრდულ სახლში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, სოფელ ჭველიერში წყალსადენის მდგომარეობის შესახებ; ინფორმაცია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევებთან დაკავშირებით; თემებში მერის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მიწის იდენტურობასა და სხვა საკითხებზე.

სამუშაო თათბირზე მერმა შესაბამისი სამსახურის უფროსებისგან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებისგან მოისმინა  ინფორმაციები ფუნქცია-მოვალეობის შესაბამისად  გაწეული საქმიანობისა და პრობლემების შესახებ. მერის თანამშრომლებმა აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს.  მიმოიხილეს სხვადასხვა საკითხები   და სამომავლო გეგმები ერთად დაისახეს.

სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.