(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

მუნიციპალიტეტის მერის თათბირი

გაფართოებული თათბირი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურის  უფროსებთან და ტერიტორიული ორგანოების თემების რწმუნებულებთან შრომის დისციპლინის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაიწყო.

ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. ძირითადად ეს შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს: დაბა ლენტეხში ქუჩების ასფალტირება (ღირებულება: 360 000);  დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობა (ღირებულება: 326,530); სტადიონების მშენებლობის დასრულება II ფაზა (ღირებულება: 150,000); ლენტეხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სველი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაცია (ღირებულება: 100,000)

მერმა იმედი გამოთქვა, რომ თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებლობით და კითილსინდისიერად მოეკიდება მასზე დაკისრებულ საჯარო სამსახურში უფლება-მოვალეობებს.