(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

მედია-ტურნირი ლენტეხში

ფედერაციას ,,სპორტი ყველასათვის’’, საქართელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მასობრივი სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და ახალგაზრდების სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის მიზნით  მ/წლის 24-25 აგვისტოს დაბა ლენტეხში დაგეგმილი აქვს მედია-ტურნირის ჩატარება ექსტრემალურ მრავალჭიდში (ჯომარდობა, კლდეზე ცოცვა, მშვილდოსნობა და სირბილი).

მედია ტურნირში  მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მედიის, ტელე-რადიოსა და პრესის თანამშრომლები და ასევე ლენტეხისა (ცხენისწყალი) და ცაგერის (ლეჩხუმი) გუნდები.

მსგავსი ღონისძიებები ტრადიციულად ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.