(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

შინდისის გმირი - ალეკო ონიანი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ალეკო ონიანის საფლავი.
ალექსანდრე ონიანი შინდისში 11 აგვისტოს გმირულად დაიღუპა.
ალექსანდრე ონიანი - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ერის საამაყო ისტორიაში, ისევე, როგორც აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულმა ქართველმა ვაჟკაცებმა. დღეს მათი სახელი ყველამ იცის... შინდისის სისხლიანი ტრაგედია, 17 გმირის სახელს ითვლის.