(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

საქართველოს მოხალისე 2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას- ,,საქართველოს მოხალისეს’’.

პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გამოაცხადა კონკურსი თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით.

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე htt://youth.indygo.ge/  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.

კონკურსის შედეგად სერჩეული მოხალისეები ივლისის ბოლოს გაივლიან მოხალისეობის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოხალისის სტატუსს.