(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში დაიწყო

ლენტეხი, 20-24 ივნისი 2018წ.

 საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში, ატარებს ახალგაზრდულ პირველობას სამ ასაკში. შეჯიბრება ჩატარდება  საერთაშორისო წესების მიხედვით რთულ და სწრაფ ცოცვაში, ვაჟებში და გოგონებში. მონაწილეობენ: საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ნაკრები გუნდები და ცალკეული მეკლდეურები, ასევე მოწვეული გუნდები აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

მეკლდეურობაში საქართველოს ახალგაზრდული პირველობა დღეს 11 სთ-ზე დაიწყება.

წარმატებები ვუსურვოთ მონაწილე გუნდებს!