(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

,,განავითარე შენი რეგიონი'

 პროექტ ,,განავითარე შენი რეგიონის’’ ფარგლებში მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ლენტეხის N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების პოტენციალის აღმოჩენა, წარმოჩენა და განვითარება სხვადასხვა დარგების მიხედვით. პროექტის სულისჩამდგმელია ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული პარლამენტი’’. პროექტში მონაწილეობა მიიღო რცხმელურის, ხოფურისა და ლენტეხის საჯარო სკოლებმა, რომლებმაც თავიანთი კუთხეების ტურისტული და სოფლის მეურნეობის ბიზნეს გეგმები წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და სხვა პასუხისმგებელი პირები. ბადრი ლიპარტელიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს  და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა სახელმწიფოსა და ჩვენი რეგიონის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია.

,,განავითარე შენი რეგიონი’’ ლენტეხის პროექტის მენეჯერი N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ბენდელიანია.