(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

,,სპორტი ბარიერების გარეშე'

27 მაისს, ქ. ამბროლაურში განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი ,,ახალგაზრდული ფესტივალი-2018’’-ის პროექტი ,,სპორტი ბარიერების გარეშე’’, რომელშიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურ შეჯიბრებებში ლენტეხის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდებიც მონაწილეობდნენ.

ჩვენი მუნიციპალიტეტიდან წარმატებულად იასპარეზეს რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა(დირექტორი- ხათუნა ტვილდიანი, მწვრთნელი-მირზა მუსელიანი). სპრინტის სახეობაში, 60 მეტრ მანძილზე, ვაჟთა შორის ჩემპიონი და პირველი ადგილის მფლობელი გახდა მეათე კლასის მოსწავლე დავით ჯოტოს ძე ტვილდიანი, ხოლო გოგონათა შორის სალომე ჯეირანის ას. ტვილდიანმა მეორე ადგილი მოიპოვა.