(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

საკრებულოს მორიგი სხდომა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე,  გიორგი გაზდელიანი. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

v ,,მაღალმთიან დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის სესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის  N-955 განკარგულებით ლენტეხის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი თანხის 76112(სამოცდათექვსმეტი ათას ასთორმეტი) ლარის განაწილების შესახებ.

                                                                /მომხ. გ. გაზდელიანი/

 

v ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის  N-136 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართელოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის  N-952 განკარგულებით ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 956492 (ცხრაას ორმოცდათექვსმეტი ათა ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარის განაწილების შესახებ.

                                                              /მომხ. გ. გაზდელიანი/

 

v ,,მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის  N-955 განკარგულების  N-15 დანართით გათვალისწინებული სამუშაოების (სოფ. ნანარისა და ლესემის საავტომობილო ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოების) თანადაფინანსებისათვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3806 ლარის გამოყოფის შესახებ.

                                                            /მომხ. გ. გაზდელიანი/

v ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N-28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

                                                             /მომხ. გ. გაზდელიანი/

v სხვადასხვა.

ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულომ სხვადასხვა საკითხებზეც იმსჯელა.