(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

,,მე მიყვარს საქართველო'

საქართველოს კულტურული განვითარებისა და აღორძინების ცენტრის, სტუდია N- ის ორგანიზებითა და ქ. ყვარელის მერიის მხარდაჭერით , ილიას ტბაზე ჩატარდა დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ორ დღიანი ფესტივალი " მე მიყვარს საქართველო". სადაც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუსიკალურ, სამხატვრო სკოლებსა და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლენტეხის სამხატვრო სკოლის 16-მა მოსწავლემ. ფესტივალში მონაწილეებს დიპლომები და სამახსოვრო სუვენირი გადასცეს. ლენტეხის სამხატვრო სკოლა მადლობას უხდის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს, კულტურისა და სპორტის სამსახურს და საფინანსო სამსახურს დახმარებისა და თანადგომისთვის.