(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირი

გერასიმე ქუარსბედიანის სახელობის ტურნირს- ქართულ ჭიდაობაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებამ უმასპინძლა(დირექტორი ზაქრო ხვისტანი). სპორტკომპლექსის საჭიდაო ტატამზე ერთმანეთს სხვადასხვა წონითი კატეგორიის მოჭიდავეები დაუპირისპირდნენ. პირველი გუნდური ადგილი დაიკავა ლენტეხის გუნდმა, მეორე- ჩოლურის გუნდმა, მესამე - ხელედის გუნდმა. ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის თასი გადაეცა გიორგი გაზდელიანს, ხოლო გერასემი ქურასბედიანის სახელობის თასი გიგლა ბენდელიანს. ტურნირს ორგანიზება გაუწია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ და კულტურისა და სპორტის სამსახურმა.