(+995) 591 812361
lentekhi@yahoo.com

ბოლო ზარი N 1 საჯარო სკოლაში

ბოლო ზარი ლენტეხის მუნიციპალიტეტის N1 საშუალო სკოლაში კიდევ ერთხელ დაირეკა. სკოლის დამთავრება დამამთავრებელ კლასს მე-11(დამრიგებელი ზაირა დრიაევა) კლასელებმა და სკოლის პედაგოგებმა სიმღერებით, ლექსებით და სხვადსხვა იუმორისტული ნომრებით მიულოცეს. ლენტეხის მომავალი თქვენს ხელშია- ასე მიულოცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა მეთორმეტეკლასელებს. მათ წინსვლა და წარმატება უსურვა.