(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

ინგლისური ენის მართწერის კონკურსი

3 აპრილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის რიგით მეექვსე ფინალური რაუნდი გაიმართა. NESC-ის პროექტის მიზანი სამოქალაქო აქტივობებსა და საერთაშორისო პროგრამებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და  მოსწავლეების აქტიური ჩართვაა.

საერთო ჯამში 3600-ზე მეტი მოსწავლე, 450 მასწავლებელი და 260 სკოლა მონაწილეობდა, ,,ინგლისური ენის მართწერის კონკურსის’’ (NESC), ადგილობრივ და რეგიონულ რაუნდებში.

კონკურსის ფინალურ რაუნდში  12 რეგიონიდან 24 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა და თსუ-ს რექტორმა, გიორგი შერვაშიძემ გახსნეს. ოლიმპიადას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა.

კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ხელედის საჯარო სკოლის  X კლასის  მოსწავლე, მარიამ აფაქიძე, რომელსაც სერთიფიკატი და ჯილდო გადაეცა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ულოცავს მარიამს ამ დიდ  წარმატებას.