(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

მასშტაბური დასუფთავების დღე

2 აპრილი

2 აპრილს,  დაბა ლენტეხში,  მუნიციპალიტეტის   მერისა  და  საკრებულოს თავმჯდომარის  ინიციატივითა  და ორგანიზებით  დასუფთავდა სკვერები, მოედნები, ტროტუარები, მჟავე წყლის, სკოლებისა და მუნიციპალიტეტის   შიდა და მიმდებარე ტერიტორიები. სამუშაოებში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის მერიის,  ა(ა)ი.პ-ების და  ყველა  დაწესებულების  თანამშრომელები. დაგროვილი ნარჩენი მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა გაიტანა.