კომისიის სხდომა
30 მარტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 3 საკითხი განიხილეს.კომისიის თავმჯდომარემ, დავით პირველმა, ისაუბრა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს მოსახლეობიდან შემოსული განცხადებები. კომისიის სხდომას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯომარე , გიორგი გაზდელიანი ესწრებოდა.