(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

რეგიონალური ჰაბის პრეზენტაცია

25 მარტი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი - ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC)” აგრძელებს პრეზენტაციებს პროექტის: - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ - ფარგლებში. მორიგი პრეზენტაცია ჩატარდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში , რომელიც ორგანიზებული იყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის, არასამთავრობო ორგანიზაცია - ფონდ „ აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ. ღონისძიების მიზანი იყო: რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესის, ახალგაზრდების წარმომადგენლები, შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ის გარემოებაც, რომ რეგიონი განიცდის არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო კავშირების, საინიაციტივო ჯგუფების სიმცირეს და ზოგადად სამოქალაქო სექტორის სისუსტეს, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზეც , რადგან იმ პროექტებზე, რომლებიც ცხადდება და ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ აქვთ, ინფორმაციული წვდომა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის "დროის ბანკი"-ს შესახებ."დროის ბანკი" ეს არის გლობალური მოხალისეობრივი ელექტრონული პლატფორმა, სადაც აბანდებ შენს უნარებს, საჭიროების შემთხვევაში, გასცემ შესაბამის მომხახურებას და იღებ დროის კრედიტებს, timecoin-ების სახით, დამსწრე საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია www.timerepublik.com - ზე დარეგისტრირების დეტალებზე და იმ მოხალისეობრივ აქტივობებზე, რისი განხორციელებაც შესაძლებელია ,,დროის ბანკი“-ს საშულებით. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) , სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.