(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

სამხატვრო სკოლის მორიგი წარმატება

25 მარტი

2018 წ. 25 მარტს, ქ. თბილისში სტუდია "N"-ისა და საქართველოს კულტურის განვითარებისა და აღორძინების ცენტრის ორგანიზებით , კონგრეს ჰოლში, ჩატარდა დაუნის სინდრომით დაავადებული და შშმ ბავშვებისადმი მიძღვნილი გამოფენა, გაუთბოთ ერთმანეთს გულები " მზის შვილები". გამოფენაზე , საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, სახელოვნებო სკოლები იყო მიწვეული. ერთ- ერთი იყო ლენტეხის სამხატვრო სკოლა. სკოლასა და მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები. ვულოცავთ ჩვენს პატარა შემოქმედ მოსწავლეებს წარმატებას. მადლობას უხდით ორგანიზატორებს ლამაზი და თბილი ღონისძიებისათვის.