(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

სოციალური პროგრამები

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამა

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მძიმე სენით დაავადებულთა , მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მარტოხელა დედების, ვეტერანთა, ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება.

სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია:

სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება;  ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება; სტიქიური მოვლენების (ხანზარი) შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება; სარიტუალო მომსახურეობა; ერთჯერადი სოციალური ფინანსური დახმარება; მარტოხელა დედების(მამების) ფიანსური დახმარება; მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი) ფინანსური დახმარება.

 

სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა.

 

სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

 

შშმ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება:

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დაავადებული არიან:  ეპილეფსიით;  პარკინსონით;  თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;  შაქრიანი დიაბეტით-მძიმე მიმდინარეობით მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;  ღვიძლის ციროზი, ასციტი;  ონკოლოგიური დაავადებები მე-3, მე-4 ჯგუფი; ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის პერიოდი; ცერებრალური დამბლა და პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები; გულის იშემიური დაავადებები(მე-2 მე-3 ხარისხის); სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები; თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობებით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მე-3, მე-4 სტადია;  უსინათლო ინვალიდები;  შიზოფრენია.

 

 ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 200ლარამდე. აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ხანდაზმულტა ერთჯერადი ფინანსური დახმარება:

დახმარების თანხა განისაძღვრება 90-95 წლამდე 100 ლარის ოდენობით, 95 დან 100 წლამდე 150 ლარი და 100 წელს ზევით 250 ლარის ოდენობით.

 

სტიქიური მოვლენების(ხანძრის) შედეგად  დაზარალებულტა დახმარება;

ფინანსური დახმარება გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახალი;  ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის სახცოვრებელ სახლსაც ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა- 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

 

ომის ვეტერანთა დახმარება: ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 300 (სამას) ლარს.

 

 

სარიტუალო მომსახურეობა:

მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებიტ გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურეობა 200 ლარის ოდენობით; მარტოხელა ბენეფიციართა სარიტუალო მომსახურეობა 200 ლარის ოდენობით.

 

ერთჯერადი სოციალური დახმარება: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ამ წესში მოყვანილ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება(არ აქვს არანაირი შემოსავალი: პენსია, სოციალური დახმარება, ხელფასი) და დახმარების მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.

 

 

მარტოხელა დედების9ამების) დახმარება: ფინანსური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ დედას(მამას), რომლის შვილი რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (18 წლამდე), ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.

 

 

დაბადებიდან შ. შ. მ. პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაიცემა შემდეგი სახის დიაგნოზზე:  ცერებრალური დამბლა; დაუნის სინდრომი; ლეიკემია; შიდსი; ყრუ-მუნჯი.

 დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.

 

მრავალშვილიანების ფინანსური დახმარება: მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი (18წლამდე0- 200ლარი ერთჯერადად; 5 შვილი და ზევით ყოველთვიურად 15 ლარი;

 

შემოსულ განცხადებებ განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარეს ნისნავს მუნიციპალიტეტის მერი.

კომისია იკრიბება თვეში ერთხელ.