(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

კულტურა

ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის ფოლკლორული ანსამბლი     „ლილე“

ფოლკლორული ანსამბლი „ლილე“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ანსამბლია რესპუბლიკის მასშტაბით,მისი შექმნის და ჩამოყალიბების სულის ჩამდგმელი გახდათ მაშინდელი ეგრეთწოდებული „რაიკომი“-ს  მდივანი , თავისი კუთხის დიდი მოამაგე და დიდი მამულიშვილი ირაკლი ქურასბედიანი 1933წ-ი.

ანსამბლში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები მღეროდნენ და ქმნიდნენ სვანური ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს, ამ ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში ანსამბლმა შემოიარა ევროპის რამოდენიმე ქვეყანა , ფოლკლორულ ანსამბლს მიღებული აქვს ყველანაირი ჯილდო და წოდება რაც კი არსებობს რესპუბლიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

ფოლკლორულ ანსამბლ „ლილე“-ს სხვადსხვა დროს სხვადასხვა ნიჭიერი, თავის კუთხეზე უზომოდ სეყვარებული და თავისი საქმის უზადო მცოდნე ლოტბარები ხელმძღვანელობდნენ, შექმნის დღიდან 1933 წ-დან ხელმძღვანელობდა: მურძაყან დადეშქელიანი, შემდეგ ილია ფალიანი, ,გრიშა მეშველიანი, მიტუშა ონიანი, ჯოკია მეშველიან (1953-94წ) და ბოლოს ამ გზას ღირსეულად აგრძელებს გულადი ლიპარტელიანი.

დღეის მდგომარეობით : ანსამბლი არის სერთიფიცირებული შემადგენლობაში ირიცხება 18 მომრერალი და 10 მოცეკვავე, ქორეოგრაფი: რობერტ ბენდელიანი.

ანსამბლი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ანსამბლს აქვს სამუშაო გეგმა-პროგრამა და მონაწილეობას ღებულობს რაიონულ და რესპუბლიკის მასშტაბით გამართულ ყველა ღონისძიებაში.

ფოლკლორული ანსამბლი „ლილე“

ხელმძღვანელი : გულად ლიპარტელიანი 2018წ.

ტელ. N  599195703

ელ.პოსტა:   besogazdeliani@gmail.com     

 

 

            სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ლაგუშედა’’ შეიქმნა ჯოკია და გელა გუგავების თაოსნობით 1995 წელს. ანსამბლი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი სახელოვანი წინაპრების გზას სვანური სიმღერების,ფერხულებისა და ცეკვების აღდგენა შენარჩუნება პოპულარიზაციის საქმეში  და არა მარტო სვანური სიმღერების. ანსამბლის რეპერტუარში მრავლადაა სხვა კუთხეების ხალხური სიმღერებიც.

           ანსამბლს დაარსების დღიდან სიცოცხლის ბოლომდე წარმატებულად ხელმძღვანელობდა კულტურის დამსახურებული მუშაკი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, ოქროს მედლებისა და ,გრან-პრის’’ მფლობელი ,,სვანური სიმღერის მოამაგე’’ სახალხო განათლების წარჩინებული, ღირების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი გელა გუგავა.      

           ანსამბლს გელა გუგავას გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივი თვითმართველობის დადგენილებით მიენიჭა გელა გუგავას სახელი.ამჟამად გელა გუგავას სახელობის ანსამბლ ,,ლაგუშედას’’ მხატვრული ხელმძღვანელია ანსამბლის წამყვანი სოლისტი ბორის გუგავა, ხოლო ლოტბარი ზურაბ ლიპარტელიანი, ქორეოგრაფი იური ბენდელიანი. ამჟამად ანსამბლში ირიცხება 19 წევრი. ,,ლაგუშედა’’ მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას სვანური სიმღერების აღდეგენა-შენარჩუნება პოპულარიზაციის საქმეში.

 

 

 

ფოლკლორული ანსამბლი „ლაშხეთი“.

ჩამოყალიბდა 2012 წ-ს

2012წ-დან ხელმძღვანელობდა თვითნასწავლი ლოტბარი კობა ბერიძე

2015წ-დან დღემდე ხელმძღვანელობს თვითნასწავლი ლოტბარი ბესო გაბიანი.

ტელ:595187636/

 

ჩოლურის თემის ანსამბლი „მიჟე ნარი“.

ჩამოყალიბდა 1996წ-ს

1996წ-დან 2016წ-მდე ხელმძღვანელობდა თვითნასწავლი ლოტბარი ჯუმბერ მუკბანიანი.

2016წ-დან დღემდე ხენმძღვანელობს თვითნასწავლი ლოტბარი დავით მუკბანიანი.

ტელ: 577356180

 

 

ხელედის ქალთა ანსამბლი „ლამარია“

ჩამოყალიბდა 2010წ-ს

ხელმძღვანელი ვასო გვიჭიანი.

ტელ: 595097950

 

ცეკვის ბავშვთა ანსამბლი „სვანეთის შვილები“

ჩამოყალიბდა 2010წ-ს

ქორეოგრაფი იურა ბენდელიანი

ტელ:595136888