(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

ბალნეოკურორტი

 

                                                                          მინერალური წყლები

1.      ცხუმალდი-მდებარეობს სოფ. ბავარის ჩრდილო-დასავლეთით 2კმ-ის მანძილზე. სოფ. ცხუმალდის ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩენელია ქიმიური შემადგენლობის წყალი ჰიდროკარბონატული- ნატრიუმ-კალციუმიანი. მისი მინერალიზაცია შეადგენს 1,9გ/ლ. ტემპერატურა 13 0С მცირე დებეტის გამო წყარო ნაკლებად პერსპექტიულია.

2.      ,,კოჯა მორელი’’- მდებარეობს მდ. ხელედურის მარცხენა ნაპირზე. 1200 მ-ის სიმაღლეზე. მინერალური წყლის რამდენიმე გავალია. წყალი ნახშირორჟანგიანია, ჰიდროკარბონატულ-კალციუმ-მაგნიუმიანი, მისი მინერალიზაცია 2,5 გ/ლ, ტემპერატურა 10 0С. წყალს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს სამკურნალოდ. წყარო პერსპექტიულია.

3.      ლაშე წყალი-ლასკადურის ხეობაში, რაიონული ცენტრიდან ჩრდილოეთით 3,5 კმ-ის მანძილზე. წყალი გამოედინება ლიახური ფიქალებიდან. ის ქიმიური შემადგენლობით ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანია, მინერალიზაცია 1,3 გ/ლ. ტემპერატურა 10 0С. წყალი ნახშირორჟანგიანია და შეიცავს რკინას. ადგილობრივი მოსახლეობა წყალს იყენებს სასმელად.

4.      ლანაკირი- მდებბარეობს მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფ ლექსურის აღმოსავლეთით 100-150 მ-ის დაცილებით. წყალი ქიმიური შემადგენლობით ჰიდროკარბონატულ-მაგნიუმ-კალციუმიანია, დაბალ მინერალიზებული, ამ ეტაპზე ნაკლებად პერსპექტიულია.

5.      ხოფური- მდებარეობს მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე. ლენტეხის სამხრეთით 11 კმ-ის დაცილებით. მინერალური წყალი გამოედინება ძირითადი ქანებიდან, რომლებიც წარმოდგენილია ლიახური ქვიშა-ქვებით და ფიქლებით. მინერალური წყალი ბორჯომის ტიპისაა. ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმ-კალციუმიანია. მინერალიზაციაა 3,4 გ/ლ-ზე, დებეტი 0,5 ლიტრი წამში, ტემპერატურა 15 0С. წყარო დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში. დიდი პერსპექტიულია და შესაძლებელია მისი ჩამოსხმა.

6.      მუაში- მდებარეობს ლენტეხის ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ-ში მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე, 1180 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. აქ მინერალური წყლის ორი გამოსავალია: 1. მუაში-ნახშირორჟანგიანი-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმ-კალციუმიანი. ტემპერატურა 9 0С. წყალი გამოიყენება მხოლოდ სასმელად. 2. ცერნაში (წრნაში)- ნახშირორჯანგიანი-რკინიანი-მაგნიუმ-კალციუმიანი. ტემპერატურა 7 0С. მინერალური წყალი გამოიყენება ბალნეოლოგიაში.

7.      ხერიას სგიმი- მდებარეობს სოფ. ხერიას აღმოსავლეთით 400 მ-ის დაცილებით. ქიმიური შემადგენლობით იგი ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანია, ტემპერატურა 11 0С. მინერალიზაცია აღწევს 1,3 გ/ლ. ამ ეტაპზე წყარო ნაკლებად პერსპექტიულია, საჭიროა დამატებითი ჰიდრიმეთოლოგიური კვლევების ჩატარება.

8.      ჩიხარეშის მინერალური წყალი- მდებარეობს სოფ. ჩიხარეშის განაპირას, ფერდის ძირში. მისი გამოსავალი კაპტირებულია, წყლის ტემპერატურა 13 0С. ქიმიური შემადგენლობით წყალი ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმ-მაგნიუმიანია. მცირე დებეტის გამო ამ ეტაპზე ნაკლებად პერსპექტიულია.

9.      ყორულდაში- მდებარეობს მდ. ყორულდაშის სათავეებში, კავკასიონის ქედის ძირში. აქ ნახშირორჟანგიანი, რკინიანი წყლის ორი მსხვილი გამოსავალია.  წყალი გამოდის მდინარის მარჯვენა ნაპირზე, საავტომობილო გზის გვერდით. წყლის ტემპერატურა 70С.  ქიმიური შემადგენლობით წყალი ჰიდროკარბონატულ-კალციუმ-ნატრიუმიანია. მეორე წყარო მდებარეობს პირველი წყაროს ჩრდილოეთით 50-60 მეტრში. ეს წყაროები იმსახურებენ ყურადღება, რადგან მდებარეობენ ტურისტული მარშუტების გასწვრივ და რათქმა უნდა პერსპექტიულია, მაგრამ საჭიროებენ დამატებითი კვლევების ჩატარებას.